მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვისი რაკეტა ჩამოვარდა პოლონეთში? - თეთრი სახლი განცხადებას ავრცელებს

637537ee08399
ალა ისპირიანი
16.11.22 23:15
1157
თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პრესსპიკერმა ედრიენ უოტსონმა პოლონეთის ინციდენტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

მისი თქმით ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, პოლონეთში სავარაუდოდ უკრაინული რაკეტა ჩამოვარდა. ის ასევე ამბობს, რომ სრულად უცხადებს ნდობას პოლონეთს, რომელიც ამ ინციდენტს იძიებს და აშშ-ის ადმინისტრაცია საბოლოო დასკვნას დაელოდება.

„ჩვენ არაფერი გვინახავს ისეთი, რაც ეწინააღმდეგება პრეზიდენტი დუდას წინასწარ შეფასებებს, რომ ეს აფეთქება, სავარაუდოდ, უკრაინის საჰაერო თავდაცვის რაკეტის შედეგია, რომელიც სამწუხაროდ პოლონეთში ჩამოვარდა“, – ნათქვამია განცხადებაში.

თეთრი სახლის განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ამ ტრაგიკულ მოვლენაში პასუხისმგებელი მხარე რუსეთია, რომელმაც უკრაინაში ომი წამოიწყო.

შეგახსენებთ, რომ გუშინ მედიამ ინფორმაცია გაავრცელა, რომ უკრაინის საზღვრის მახლობლად აფეთქება მოხდა. შემთხვევას კი ორი ადამიანი ემსხვერპლა. სოციალურ ქსელებში სხვადასხვა მედიასაშუალებები წერდნენ, რომ ეს უკრაინის მიმართულებით ნასროლი ორი რუსული რაკეტა იყო, რომელიც პოლონეთში ჩამოვარდა. პოლონეთის მხრიდან გუშინ განცხადებები გაკეთდა და მედიას მოუწოდეს გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეეკავებინათ. 

განცხადება გაავრცელა რუსულმა მხარემაც და პოლონეთში რუსული რაკეტების ჩამოვარდნის შესახებ განცხადებებს პროვოკაცია უწოდა.