მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვისი რჩევით განსაზღვრა მთავრობამ დარგები, სადაც "FDI გრანტებს" გასცემენ

5fb6404103703
ინგა მურუსიძე
19.11.20 14:40
899
მთავრობა უცხოური ინვესტიციების მოზიდვისთვის ახალ პროგრამას იწყებს. როგორც დღეს გამართულ სხდომაზე გადაწყდა, ინვესტორს, რომელიც 10 მილიონიან ინვესტიციას განახორციელებს და მინიმუმ 150 ადამიანს დაასაქმებს, მთავრობა 1 მლნ- ლარიანი გრანტით დაეხმარება.

ახალი პროგრამა შეეხება დარგებს, როგორიც არის გადამამუშავებელი ინდუსტრია, ელექტრონული ინჟინერიის წარმოება, მანქანათმშენებლობა, მანქანების და მანქანადანადგარების და მათი ნაწილების წარმოება, ლოგისტიკა და სასაწყობო მეურნეობა, საჰაერო ხომალდების რემონტი, ტექნიკური მომსახურეობა და ა.შ.

Bm.ge-მ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ჰკითხა, რაზე დაყრდნობით შეარჩია სამინისტრომ ეს დარგები?

„თანადაფინანსების ეს ფორმა არის მიღებული და აპრობრებული მექანიზმი, რომელიც მოქმედებს სხვადასხვა ქვეყანაში, თუკი აქცენტი კეთდება უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზე. რაც შეეხება კონკრეტული დარგების ჩამონათვალს, ჩვენ გვეხმარებიან „აწარმოე საქართველოში“ უცხოელი კონსულტანტები. პანდემიის დროსაც შეხვედრები გვქონდა ლოკაციის მენეჯერებთან, ვინც უცხოელებს ურჩევს, სად განათავსონ ბიზნესები. ჩვენ გავითვალისწინეთ რჩევები, თუ რა დარგები შეიძლება იყოს საინტერესო საქართველოში.

ეს არ არის მხოლოდ მანქანათმშენებლობა, სხვა დარგებიც მიმზიდველია, მაგრამ ვფიქრობთ და კონსულტანტებმაც გვირჩიეს, რომ ეს დარგები არის მიმზიდველი, ყველაზე მეტი სამუშაო ადგილი შეიძლება შეიქმნას და ვფიქრობთ, ეს არის ის მექანიზმი, რაც დამატებითი სტიმული იქნება ინვესტორისთვის, თუ სად გახსნას ახალი საწარმო, ან გადაიტანოს არსებული“, - განაცხადა ნათია თურნავამ.