ერთ თვეში სახელმწიფო საგარეო ვალი 908 მილიონი ლარით გაიზარდა. ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, 2022 წლის 28 თებერვლის მდგომარეობით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი $8.12 მილიარდია, რაც 25.63 მლრდ ლარს შეადგენს. იანვარში მისი მოცულობა 24.72 მლრდ ლარი იყო.
იანვართან შედარებით სახელმწიფო ვალი დოლარებში 26 მილიონით გაიზარდა, ლარებში კი მატება 908 მილიონი ლარი, ანუ თითქმის ერთი მილიარდი ლარი იყო.
აღნიშნული ზრდა ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურებით არის განპირობებული, რადგან, თუკი მიმდინარე წლის 31 იანვარს ერთი დოლარი 3.05 ლარი ღირდა, 28 თებერვალს კურსი 3.15-ს შეადგენდა. ბოლო რამდენიმე კვირაში ლარი დოლართან მიმართებით კიდევ გაუფასურდა, რაც სახელმწიფო ვალის ნაშთის ზრდას იწვევს.
საქართველოს საგარეო ვალში პირველ ადგილს მსოფლიო ბანკის მიმართ არსებული სესხები იკავებს, რომლებიც ქვეყანამ არაერთი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტის განვითარებისთვის აიღო. მეორე ადგილზეა აზიის განვითარების ბანკი, რომელიც ასევე მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს აფინანსებს და მის მიმართ საქართველოს 1.86 მილიარდი დოლარი მართებს. რაც შეეხება ორმხრივ სესხებს, ქვეყნებს შორის პირველ ადგილზე საფრანგეთია (AFD), რომლის მიმართაც საქართველოს 691 მლნ დოლარის ვალი აქვს.
ვისი ვალი აქვს საქართველოს BM.ge კრედიტორების სიას გთავაზობთ
● მსოფლიო ბანკი IDA და IBRD - $2.03 მილიარდი;
● აზიის განვითარების ბანკი (ADB) - $1.86 მილიარდი;
● ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) - $806 მილიონი;
● საფრანგეთი (AFD) - $691 მილიონი;
● გერმანია (KFW) - $670 მილიონი;
● საქართველოს მთავრობის ევროობლიგაცია - $500 მილიონი;
● ეროვნული ბანკის ვალი სავალუტო ფონდის მიმართ (IMF) - $466 მილიონი;
● ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) - $229 მილიონი;
● მთავრობის ვალი სავალუტო ფონდის მიმართ (IMF) - $205 მილიონი;
● აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB) - $194 მილიონი;
● იაპონია - $186 მილიონი;
● ევროგაერთიანება (EU) - $149 მილიონი;
● სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი (IFAD) - $37 მილიონი;
● რუსეთი - $25 მილიონი;
● ავსტრია - $16 მილიონი;
● ამერიკა - $13 მილიონი;
● კუვეიტი - $11 მილიონი;
● თურქეთი - $7 მილიონი;
● ევროსაბჭოს განვითარების ბანკი (CEB) - $5 მილიონი;
● ყაზახეთი - $4 მილიონი;
● აზერბაიჯანი - $4 მილიონი;
● სომხეთი - $3 მილიონი;
● ირანი - $3 მილიონი;
● სკანდინავიური გარემოსდაცვის საფინანსო კორპორაცია (NEFCO) - $2 მილიონი;
● ჩინეთი - $0.5 მილიონი.
დღეს ცნობილი გახდა, რომ მსოფლიო ბანკმა საქართველოს კიდევ ერთი სასესხო დაფინანსება დაუმტკიცა. $109 მილიონის საკრედიტო რესურსით საქართველო კახეთში ოთხზოლიან ავტობანს ააშენებს. საუბარია საგარეჯოსა და ბადიაურს შორის 17-კილომეტრიან მონაკვეთზე.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ