მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ვისოლ ჯგუფი“ რებრენდინგს გეგმავს

6335ae47a2a80
ვიქტორია მღებრიშვილი
29.09.22 19:00
2363
„ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტის განცხადებით, ჯგუფში რებრენდინგის გადაწყვეტილება მიიღეს, რადგან სახელი „ვისოლი“ უფრო მეტად საწვავის ბიზნესთან ასოცირდება, ამ საქმიანობას კი მათ ჯგუფში მხოლოდ ბიზნესის მეოთხედი უკავია. ამის შესახებ სოსო ფხაკაძემ BMGtv-ის გადაცემა #რედაქტ2-ში ისაუბრა.

მან რებრენდინგის დეტალებზე ამ ეტაპზე არ ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღეს რებრენდინგზე მუშაობა დაწყებული აქვთ.

„ვისოლ ჯგუფმა“ ბიზნესის დივერსიფიკაცია წლების წინ დაიწყო. დღეს „ვისოლ პეტროლიუმი“ ჯგუფის ერთ-ერთი კომპანიაა. ბიზნესი, მოგეხსენებათ, ფინანსურ მაჩვენებლებზეა ორიენტირებული. შესაბამისად, „ვისოლ პეტროლიუმზე“, ფინანსური მაჩვენებლების კუთხით, დღეს ჩვენი ჯგუფის 25% მოდის; დანარჩენი 75% კი სხვა კომპანიებზე, რომელთაც საწვავის რეალიზაციასთან საერთოდ არა აქვთ კავშირი.

აქედან გამომდინარე, სიტყვა “ვისოლი” დღეს უკვე სწორად არ ასახავს და არ განმარტავს ჩვენი ჯგუფის მრავალპროფილურ საქმიანობას. ამის გამო, რამდენიმე თვის წინ მივიღეთ გადაწყვეტილება შევცვალოთ სახელი, ანუ მოხდეს ჯგუფის რებრენდინგი, რაზეც ამჟამად მიდის მუშაობა“, - განაცხადა ბიზნესმენმა.