მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ვისოლ ჯგუფი“ უკრაინის მოქალაქეებს ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს

621f4411b6a04
BM.GE
02.03.22 14:13
1104
„ვისოლ ჯგუფი“ უკრაინის მოქალაქეებს ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს. ინფორმაციას კომპანია ავრცელებს.

„ვისოლ ჯგუფი“ სოლიდარობას უცხადებს უკრაინის მოქალაქეებს და ჰუმანიტარული დახმარებით ცდილობს მცირედით მაინც შეუმსუბუქოს მათ ყოფა როგორც საქართველოში, ისე საკუთარ ქვეყანაში, რომელიც დღეს თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობის შენარჩუნებისთვის იბრძვის.

უკრაინის საელჩოს რეკომენდაციით, „ვისოლმა“ საძილე ტომრები და სხვა თერმო აქსესუარები შეიძინა უკრაინაში, თავშესაფარში მყოფი ადამიანებისთვის. „ვენდიმ“ და „დანკინმა“ „აწარმოე საქართველოსთან“ ერთად საქართველოში დარჩენილ უკრაინის მოქალაქეებს კვებისთვის ვაუჩერები გადასცა.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში განთავსებული „სმარტი“ კი კვებით უზრუნველჰყოფს უკრაინიდან დევნილ მგზავრებს, რომლებიც პოლონეთი-საქართველოს ავია რეისებით საქართველოში ყოველდღიურად მოფრინავენ.

„ვისოლ ჯგუფი“ სოლიდარობას უცხადებს უკრაინის მოქალაქეებს, რომლებიც საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის, თავისუფლებისთვის და უკეთესი მომავლისთვის იბრძვიან. ჩვენი ძალისხმევა მცირედი დახმარებაა, რითაც გვსურს მათ მიმართ სოლიდარობა გამოვხატოთ და ვაგრძნობინოთ, რომ მათ გვერდით ვართ და ვიქნებით. „დიდება უკრაინას!“, - აცხადებენ ჯგუფში.