მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ვისოლ ჯგუფმა“ ბათუმში საცხოვრებელი სახლის ნგრევის შედეგად დაზარალებულ რამაზ დავლაძის ოჯახს ბინა შეუძინა

616409a04835b
BM.GE
11.10.21 14:30
9065
„ვისოლ ჯგუფი“ უსამძიმრებს ბათუმში 26 მაისის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი სახლის ნგრევის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს და რამაზ დავლაძეს და მის ვაჟს ბინას გადასცემს. შეგახსენებთ, რომ ჩამონგრევის შედეგად დაღუპული 9 პირიდან 4 რამაზ დავლაძის ოჯახის წევრია.

„ჩვენ მთელი გულით ვუსამძიმრებთ დაზარალებულ ოჯახებს. ეს ამბავი მთელი ჩვენი ქვეყნის ტრაგედიაა და გვესმის, რომ ვერაფრით ვერ შევუმსუბუქებთ მათ ამ უმძიმეს მდგომარეობას. ჩვენ უბრალოდ ამ გზით შევეცადეთ მცირედი მხარდაჭერა გაგვეწია მათთვის და თანაგრძნობა გამოგვეხატა“,- აცხადებენ „ვისოლ ჯგუფში“.

კორპუსის იმ სადარბაზოში, რომელიც ჩამოინგრა, 15-მდე ოჯახი ცხოვრობდა. საცხოვრებელი სახლის ნგრევის შედეგად დაიღუპა 9 ადამიანი, მათგან 3 ბავშვი.