მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვისთან და რამდენი ივაჭრა საქართველომ 2020 წლის 8 თვეში - TOP-10 ქვეყანა

5f686c38884d9
BM.GE
21.09.20 12:59
1237
მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოს სავაჭრო ბრუნვა $7 მილიარდი დოლარი იყო, რაც წინა წელთან შედარებით 16.7%-ით ნაკლებია. აქედან ექსპორტი - $2.07 მილიარდი (14.7%-ით ნაკლები), იმპორტი კი $4.9 მილიარდია (17.5%-ით ნაკლები). როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ჩანს, მიმდინარე წელს ყველაზე მეტი ღირებულების საექსპორტო საქონელი ჩინეთში გავიდა (მთლიანი ექსპორტის 14.3%). იმპორტიორ ქვეყნებს შორის კი, კვლავ თურქეთი ლიდერობს.

საქართველოს TOP-10 უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი 2020 წლის იანვარ-აგვისტოში:

1. თურქეთი: ექსპორტი - $130 მლნ, წილი მთლიან ექსპორტში - 6.3%. იმპორტი - $841 მლნ, წილი მთლიან იმპორტში - 17%. თურქეთი $970 მილიონით მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 13.8%-ს იკავებს; მიმდინარე წელს თურქეთთან ექსპორტი 10.1%-ით, ხოლო იმპორტი 15.8%-ით შემცირდა;

2. რუსეთი: ექსპორტი - $266 მლნ, წილი მთლიან ექსპორტში - 12.8%. იმპორტი - $555 მლნ, წილი მთლიან იმპორტში - 11.2%. რუსეთი $821 მილიონით მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 11.7%-ს იკავებს; მიმდინარე წელს რუსეთთან ექსპორტი 21.4%-ით, ხოლო იმპორტი 2.1%-ით შემცირდა;

3. ჩინეთი: ექსპორტი - $297 მლნ, წილი მთლიან ექსპორტში - 14.3%. იმპორტი - $441 მლნ, წილი მთლიან იმპორტში - 8.9%. ჩინეთი $737 მილიონით იკავებს მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 10.5%-ს; მიმდინარე წელს ჩინეთში ექსპორტი 209.1 %-ით, ხოლო იმპორტი 23.2%-ით გაიზარდა;

4. აზერბაიჯანი: ექსპორტი $284 მლნ, წილი მთლიან ექსპორტში - 13.7%. იმპორტი - $310 მლნ, წილი მთლიან იმპორტში - 6.3%. აზერბაიჯანი $594 მილიონით იკავებს მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 8.5%-ს; მიმდინარე წელს აზერბაიჯანთან ექსპორტი 11.9%-ით, ხოლო იმპორტი 15.7%-ით შემცირდა;

5. სომხეთი: ექსპორტი - $122 მლნ, წილი მთლიან ექსპორტში - 5.9%. იმპორტი - $263 მლნ, წილი მთლიან იმპორტში 5.3%. სომხეთი $386 მილიონით იკავებს მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 5.5%-ს; მიმდინარე წელს სომხეთთან ექსპორტი 46.6%-ით შემცირდა, ხოლო იმპორტი 52.1%-ით გაიზარდა;

6. აშშ: ექსპორტი - $40 მლნ, წილი მთლიან ექსპორტში - 1.9%. იმპორტი - $345 მლნ, წილი მთლიან იმპორტში - 7%. აშშ $386 მილიონით იკავებს მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 5.5%-ს; მიმდინარე წელს აშშ-თან ექსპორტი 46.3%-ით, ხოლო იმპორტი 20.6%-ით შემცირდა;

7. უკრაინა: ექსპორტი - $123 მლნ, წილი მთლიან ექსპორტში - 5.9%. იმპორტი - $236 მლნ, წილი მთლიან იმპორტში - 4.8%. უკრაინა $359 მილიონით იკავებს მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 5.1%-ს; მიმდინარე წელს უკრაინასთან ექსპორტი 28.1%-ით, ხოლო იმპორტი 6.2%-ით შემცირდა;

8. ბულგარეთი: ექსპორტი - $216 მლნ, წილი მთლიან ექსპორტში - 10.4%. იმპორტი - $68 მლნ, წილი მთლიან იმპორტში - 1.4%. ბულგარეთი $285 მილიონით იკავებს მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 4.1%-ს; მიმდინარე წელს ბულგარეთთან ექსპორტი 13.4%-ით გაიზარდა, ხოლო იმპორტი 17.5%-ით შემცირდა;

9. გერმანია: ექსპორტი - $24 მლნ, წილი მთლიან ექსპორტში - 1.2%. იმპორტი - $244 მლნ, წილი მთლიან იმპორტში - 4.9%. გერმანია $268 მილიონით იკავებს მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 3.8%-ს; მიმდინარე წელს გერმანიასთან ექსპორტი 23.3%-ით, ხოლო იმპორტი 24.3%-ით შემცირდა;

10. იტალია: ექსპორტი - $18 მლნ, წილი მთლიან ექსპორტში - 0.9%. იმპორტი - $119 მლნ, წილი მთლიან იმპორტში - 2.4%. იტალია $137 მილიონით იკავებს მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 1.9%-ს; მიმდინარე წელს იტალიასთან ექსპორტი 23%-ით, ხოლო იმპორტი 23.2%-ით შემცირდა;

რაც შეეხება დანარჩენ პარტნიორებს, რვა თვეში ათეულის მიღმა ქვეყნებთან სავაჭრო ბრუნვა $2.1 მლრდ იყო (მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 29.6%), საიდანაც ექსპორტმა - $551 მლნ (წილი ექსპორტში - 26.6%), ხოლო იმპორტმა $1.5 მლრდ შეადგინა (წილი მთლიან იმპორტში - 30.9%).