დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე 8 საკითხი განიხილეს. ამ რვა საკითხიდან შვიდს ეკონომიკის სამინისტრო წარადგენდა, აქედან ხუთი საკითხი საპრივატიზაციო და სალიცენზიო ხელშეკრულებებში ცვლილებებს უკავშირდება.
მათ შორის იცვლება საპრივატიზაციო პირობები ბიზნესმენ თემურ უგულავას კომპანიისთვის, “სითი ლოფტისთვის” სახელმწიფო ქონების მიყიდვისა და იჯარით გადაცემის პირდაპირი ფორმით რეალიზაციის შესახებ გამოცემულ 2018 წლის 4 აპრილის განკარგულებაში. თუმცა, მთავრობა განკარგულებებს არ აქვეყნებს, შესაბამისად, საჯაროდ უცნობია უშუალოდ რა პირობებით იყო აღნიშნული ქონება გადაცემული და რა ცვლილებები შედის ამჟამად მასში.
ასევე ცვლილებები შედის შპს “ეკო ჯორჯიასთვის” სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 ივლისის №1646 განკარგულებაში. საუბარია 1 ლარად ქალაქ გორში სუხიშვილის ქუჩა #2-ში მდებარე 5,550 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობის გადაცემაზე (საერთო ფართით - 3,355.17 კვ.მ). აღნიშნული კომპანია 2019 წელს არის დაფუძნებული და მისი მესაკუთრეები რუსეთისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქეები არიან. უცნობია რა პირობების ცვლილების განხილვა მოხდა დღევანდელ მთავრობის სხდომაზე.
რაც შეეხება სალიცენზიო ცვლილებებს, შეიცვალა კომპანია “ალკოვაინზე” გაცემული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიაში დამატებითი პირობები განისაზღვრა. წიაღის ეროვნული სააგენტოს მონაცემთა ბაზის თანახმად, ალკოვაინი ფლობს ოზურგეთში სოფ. ცხემლისხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე თიხის მოპოვების ლიცენზიას. მაქსიმალური მოპოვების მოცულობა წლიურად 660,300 ტონაა. კომპანია “ალკოვაინი” 2020 წელს არის დაფუძნებული და მისი პარტნიორები შპს ქეისიბი ალიანსი და ფიზიკური პირი თენგიზ შარაშიძეა. თავად ქეისიბი ალიანსის საკონტროლო პაკეტს ბელიზში დაფუძნებული ოფშროული კომპანია მაკლინ ლიმიტედი ფლობს. ჯერჯერობით უცნობია რა პირობების ცვლილების განხილვა მოხდა აღნიშნულ სალიცენზიო პირობაში.
კიდევ ერთი სალიცენზიო ცვლილება შპს “ნიკა 2015”-ზე გაცემულ ნებართვას უკავშირდება. კომპანია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ღორღის მოპოვების ლიცენზიას ფლობს. რაც შეეხება ამ კომპანიის მესაკუთრეებს, მისი პარტნიორები ფიზიკური პირები ასლან მიქელაძე (50%) და გიორგი თხილაიშვილი (50%) არიან. უცნობია რა ცვლილებების განხილვა მოხდა ამ სალიცენზიო პირობებში.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი