მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ვისურვებდი მშენებლობის ნებართვის გაცემის ვადები გაცილებით ნაკლები იყოს“ - ილია წულაია

61530b8a505d0
ვიქტორია მღებრიშვილი
28.09.21 22:10
1058
კომპანია „არქის“ დამფუძნებელი ქვეყანაში მშენებლობის ნებართვების ვადების შემცირებას ისურვებს. ამის შესახებ ილია წულაიამ BM.GE-ის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც სამშენებლო სექტორში არსებულ გამოწვევებს შეეხებოდა.

„არქის“ დამფუძნებელმა განმარტა, რომ ბიუროკრატიის ზრდა ქვეყნის განვითარების თანმდევია, რაც ბიზნესს არასდროს მოსწონს.

„როდესაც ქვეყანა ვითარდება ბიუროკრატია იმატებს. არც ერთ ბიზნესს ბიუროკრატია არ სიამოვნებს და გეტყვით, რომ ნებისმიერი ახალი რეგულაცია, ეს იქნება 41-ე დადგენილება თუ დამატებითი შეზღუდვები, სატრანსპორტო გეგმები თუ ა.შ. ბიზნესისთვის დამატებითი ტვირთია, თუმცა ეს მომხმარებელზეა გათვლილი და ქვეყნის განვითარებასთან ერთად რეგულაციები ალბათ, საჭიროა.

მშენებლობის ნებართვის აღების ვადები დასავლეთის განვითარებულ ქვეყნებში ჩვენთან შედარებით 2-3-ჯერ მეტია. ვისურვებდი, რომ მშენებლობის გაცემის ვადები გაცილებით ნაკლები იყოს, ასევე გაცილებით ნაკლები რეგულაციები იყოს, თუმცა აქ ბალანსია დასაცავი და მომხმარებლებისთვის რეგულაციების არსებობა მნიშვნელოვანია“, - განმარტა ილია წულაიამ.