მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვისურვებდი, წლის ბოლოს წერტილი დაესვას კანდიდატის სტატუსის მიღებას - ლევან სილაგავა

642731f1e4617
ალა ისპირიანი
31.03.23 23:35
837
“ვისურვებდი, ამ წლის ბოლოს საქართველოს კანდიდატად მიღებაზე ევროკავშირში წერტილი დაესვას” - ამის შესახებ BMGTV-ის გადაცემა #წერტილში საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, ლევან სილაგავამ განაცხადა.

კითხვაზე, - რას უნდა დაესვას წერტილი საქართველოში? - ლევან სილაგავამ კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი დაასახელა, რომელიც მათ შორის ბიზნესს უკავშირდება. 

„ვისურვებდი ეკონომიკური თემების პოლიტიზირებას დაესვას წერტილი. ვისურვებდი მათ შორის საინფორმაციო ველში მეტი ეკონომიკური თემები იყოს და იგივე ჩვენი პრობლემა რაც არის განხილვადი იყოს.

ვისურვებდი, წერტილი ამ წლის ბოლოს დაესვას საქართველოს კანდიდატად მიღებაზე ევროკავშირში“, - განაცხადა ლევან სილაგავამ.