მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვიტალი კლიჩკოს საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვაში ედება ბრალი

5dc2ba1c78898
მიხეილ ხაჩიძე
06.11.19 20:57
1058

კიევის მერის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. როგორც უკრიანული მედია წერს, ქვეყნის ანტიკორუფციულმა ეროვნულმა ბიურომ სისხლის სამართლის საქმის წარმოება კიევის საქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ვიტალი კლიჩკოს წინააღმდეგ საბიუჯეტო სახსრების შესაძლო გაფლანგვისა და მითვისების ფაქტებზე დაიწყო.



აღსანიშნავია, რომ გამოძიება ანტიკორუფციულმა ბიურომ  კიევის საქალაქო საბჭოს დეპუტატების საჩივრის საფუძველზე წამოიწყო.


ამას გარდა, სახელმწიფო სახსრების გაფლანგვაში კლიჩკოს ორი მოადგილეც არის ეჭვმიტანილი. გამოძიება მათ საქმესაც შეისწავლის.

როგორც უკრაინულ მედიაში წერენ, კლიჩკომ და კიევის საგზაო-სატრანსპორტო ნაგებობათა მშენებლობის დეპარტამენტმა  სავარაუდოდ, ​ხელოვნურად გაზარდეს შულიავის ხიდის რეკონსტრუქციის ღირებულება, რისთვისაც ბიუჯეტიდან დაახლოებით 1 მილიარდი გრივნა (36 მილიონი ევრო) დაიხარჯა.