მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვითარდება თუ არა ქვეყანაში სადაზღვევო სექტორი საჭირო ტემპებით? - პაატა ღაძაძე

631e2923ebdbe
ვიქტორია მღებრიშვილი
11.09.22 23:09
806
„თიბისი დაზღვევის“ გენერალური დირექტორის პაატა ღაძაძის შეფასებით, დაზღვევის სექტორი საქართველოში იმ ტემპებით არ ვითარდება, როგორ უნდა განვითარდეს, თუმცა დარგის განვითარება ეკონომიკის ზრდას უსწრებს. ამის შესახებ მან BMGTV-ს გადაცემა “Forbes კვირაში“ სადაზღვევო სექტორის განვითარებაზე საუბრისას განაცხადა.

იმის მიუხედავად, რომ კითხვას - ფინანსური სერვისის უმნიშვნელოვანესი კომპონენტი - დაზღვევა, ვითარდება თუ არა იმ ტემპებით, როგორც მას შეეფერება, ან შეეძლო რომ განვითარებულიყო, პაატა ღაძაძე უარყოფითად პასუხობს, ის განმარტავს, რომ მნიშვნელოვანია დარგში არსებული ვითარება დეტალურად იყოს განხილული.

"კითხვაზე ვითარდება თუ არა დაზღვევის სექტორი, ისე როგორც უნდა ვითარდებოდეს მოკლე პასუხია - არა. მაგრამ უნდა ვთქვათ, რომ სადაზღვევო სექტორის დიდი წილი სამედიცინო დაზღვევის სფეროზე მოდის, სადაც ზარალიანობაზე უნდა ვისაუბროთ და არა მომგებიანობაზე, შესაბამისად თუ ეს ნაწილი იზრდება, აქ მომგებიანობაზე საუბარი ზედმეტია, რადგან ეს არის მოხმარებადი სადაზღვევო პროდუქტი, რაც იმას გულისხმობს რომ კომპანია თუ დაზღვევის პრემიას 100 ლარს გიხდის, მოქალაქე ამაზე მეტის მოხმარებას შეეცდება, რასაც ვერ ვიტყვით ავტოდაზღვევის, სიცოცხლის, ქონების დაზღვევის შემთხვევაში, რამეთუ მოგება-ზარალიანობის პროპორციები სხვადასხვა პროდუქტებში განსხვავებულია. დაზღვევის მოხმარების ზრდის დიდი ნაწილი სამედიცინო დაზღვევაზე მოდის და დიდი ნაწილი ინფლაციით არის განპირობებული, ანუ მისი შემადგენელი სერვისების და მედიკამენტები და ა.შ. გაძვირებულია.

ეკონომიკის ზრდის კვალობაზე სადაზღვევო სექტორი მეტად იზრდება. შეგვიძლია ვთქვათ, რომ მეტად იზრდება ან უნდა გაიზარდოს ვიდრე საბანკო სექტორიც, რადგან სადაზღვევო პროდუქტების პენეტრაცია დაბალია, თუმცა სამედიცინო დაზღვევის ნაწილში მოსახლეობის მხოლოდ 18%-ია დაზღვეული. ეს ძალიან დაბალი მაჩვენებელია.

რაც შეეხება ავტოდაზღვევას, აქ დაზღვევის მაჩვენებელი 7%-ია, რაც ერთის მხრივ კატასტროფაა და რაში აისახება ეს - მაგალითად დღეს ავტომობილების 93% რომ დაუზღვეველია ეს ავტოპარკის სიძველიდან გამომდინარეობს. სადაზღვეოები ძველ ავტომობილებს არ აზღვევენ და იქ ხდომილებები მეტია. აქ მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევა უფრო სოციალური ნაწილია, ვიდრე ბაზრის სტიმული ან სადაზღვევო კომპანიების“, - განმარტავს პაატა ღაძაძე.

ცნობისთვის: საქართველოში მოქმედმა 18-მა სადაზღვევო კომპანიამ 2022 წლის პირველი ნახევრის განმავლობაში 504.7 მილიონი ლარის სადაზღვევო პრემიები მიიღეს, რაც წინა წელთან შედარებით 12%-ით მეტია.

გამოქვეყნებული ანგარიშების მიხედვით, სადაზღვევო კომპანიებმა ამ პერიოდში 10.3 მილიონი ლარის წმინდა მოგება გამოიმუშავეს, რაც წინა წელთან შედარებით, 7.4 მილიონი ლარით ნაკლებია.