მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ვითიბი ბანკ ჯორჯია“ საცალო პორტფელს "ბაზისბანკზე" ასხვისებს

621b70081339c
თამთა ჯიჯავაძე
27.02.22 16:32
2901
„ვითიბი ბანკ ჯორჯია“ საცალო პორტფელს "ბაზისბანკზე" ასხვისებს. ამის შესახებ კომპანია იტყობინება.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „ვითიბი ბანკ ჯიორჯიას“ უმთავრესი მიზანია, მაქსიმალურად დაიცვას საკუთარი დეპოზიტარების და მომხმარებლების ინტერესები და სტაბილურობა. სწორედ ამიტომ, ბანკმა მიიღო გადაწყვეტილება, გაასხვისოს არსებული საცალო, სასესხო და სადეპოზიტო პორტფელი "ბაზისბანკზე".

შედეგად, "ვითიბი ბანკ ჯორჯიას" ყველა ფიზიკური პირი მეანაბრე და მსესხებელი გახდება ბაზისბანკის მომხმარებელი და საბანკო მომსახურებას მიიღებს როგორც "ბაზის ბანკის", აგრეთე "ვითიბი ბანკის" ფილიალებში.