05.სექტემბერი .2019 17:02

ვითიბი ბანკი და Visa გათამაშებას იწყებენ

უკან

გადაიხადეთ ვითიბი ბანკის Visa ბარათით Apple Pay-ს გამოყენებით და მოიგეთ 2 კაციანი საგზური 2 ღამით საქართველოს საუკეთესო სასტუმროებში.

4 სექტემბრიდან, 12 კვირის განმავლობაში, ვითიბი ბანკის ყველა ტიპის Visa ბარათით და Apple Pay-ს მეშვეობით გადახდა მომგებიანი ხდება. ყოველი კვირის განმავლობაში მოხდება სამი გამარჯვებულის გამოვლენა, ორი გამარჯვებული ტრანზაქციების რაოდენობის მიხედვით გამოვლინდება, ხოლო ერთი გატარებული თანხის მოცულობის მიხედვით. სამივე გამარჯვებული დაჯილდოვდება 2 კაციანი საგზურით საქართველოს ტოპ სასტუმროებში, 2 ღამით.

პირველი გამარჯვებულების გამოვლენა მოხდება 15 სექტემბერს, ხოლო შემდეგი გამარჯვებულების გამოვლენა მოხდება ყოველი კვირის დასრულებისთანავე, არაუგვიანეს მომდევნო კვირის მეორე სამუშაო დღისა. გათამაშება გრძელდება 1 დეკემბრამდე.

გათამაშებაში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ სრულწლოვან პირს (კანონით გათვალისწინებული პირების და ვითიბი ბანკის თანამშრომლების გარდა), რომელიც არის საქართველოს მოქალაქე და ფლობს ვითიბი ბანკის Visa-ს ბარათს.

გათამაშების პერიოდის განამავლობაში, ყოველ ორშაბათს, ვითიბი ბანკის ვებ გვერდზე, გამოქვეყნდება მონაწილეთა სია შემდეგი მონაცემებით:

 ბარათის მფლობელის ინიციალები და დაბადების თარიღი;

 გატარებული ტრანზაქციების რაოდენობა და მოცულობა;

დეტალური ინფორმაცია განთავსებულია შემდეგ მისამართზე: https://vtb.ge/ge/about-the-bank/special-offers/33/vitibis-da-vizas-gatamasheba

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა