მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვითიბი ბანკი მსესხებლებს სამთვიან საშეღავათო პერიოდს სთავაზობს

5e6b67f1e3582
BM.GE
13.03.20 14:59
833
ვითიბი ბანკი, შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ყველა ფიზიკურ პირს, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესის მსესხებლებს, სესხების ყოველთვიურ შენატანზე სამთვიან საშეღავათო პერიოდს სთავაზობს. შეღავათი შეეხება ყველა ტიპის სესხს (ძირზე და პროცენტზე) როგორც ლარში, ასევე სხვა ვალუტაში.

საფინანსო ინსტიტუტის ინფორმაციით, მომავალი კვირიდან, ვითიბი ბანკი, დაიწყებს შესაბამისი პროცედურების გატარებას და მომხმარებლისთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდებას. აღნიშნული პროცესი განხორციელდება დისტანციურად და ბანკში მიუსვლელად.

აგრეთვე, ვითიბი ბანკის მომხმარებელს, აქვს შესაძლებლობა, მიიღოს ყველა საბანკო სერვისი სახლიდან გაუსვლელად, ინტერნეტ, მობაილ და ვიდეო ბანკის მეშვეობით.