მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ვითიბი ბანკი" ქსელს აფართოვებს

5d78e1cf54504
თელარა გელანტია
11.09.19 15:59
803
თბილისში, ვითიბი ბანკის ახალი სერვის - ცენტრი გაიხსნა, რომელიც, მისამართზე უნივერსიტეტის ქუჩა # 17ა, მდებარეობს.

თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სერვის ცენტრი, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს სრულ საბანკო მომსახურებას გაუწევს.

აღნიშნულ წერტილში კლიენტებისთვის უზრუნველყოფილია მაქსიმალური კომფორტი და მომსახურების მაღალი ხარისხი. სერვიც-ცენტრში მდებარეობს ვიდეო ბანკის ზონა, საიდანაც კლიენტს შეუძლია, დისტანციურად, ვიდეოზარის გამოყენებით დაუკავშირდეს ბანკის თანამშრომელს და შეასრულოს ნებისმიერი უნაღდო საბანკო ოპერაცია.

ვითიბი ბანკი საქართველოში 34 წერტილით არის წარმოდგენილი.