მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ვითიბი ბანკის" ფინანსური მხარდაჭერით ბათუმში პირველი აგროჰაბი გაიხსნა

5ddfa165b0cbc
BM.GE
28.11.19 14:28
1442
"ვითიბი ბანკის" დაფინანსებით 26 ნოემბერს ბათუმში "აგროჰაბის" პირველი ობიექტი გაიხსნა. დაახლოებით 2000 კვადრატულ მეტრზე განლაგებულ ფართომასშტაბიან ჰიპერმარკეტში, წარმოდგენილი იქნება ყველა ის პროდუქტი, რომელსაც კომპანია საკუთარ საწარმოებში ამზადებს.

"აგროჰაბის" და ვითიბი ბანკის თანამშრომლობა თბილისში პირველი ობიექტის გახსნიდან დაიწყო. ბანკი, სხვადასხვა პროექტის ფარგლებში, რჩება "აგროჰაბის" ფინანსურ მხარდამჭერად და პარტნიორად. ბათუმში გახსნილი "აგროჰაბიც" სწორედ ამ წარმატებული თანამშრომლობის შედეგია.

"აგროჰაბი" მომხარებელს ყოველდღიურად სთავაზობს ნატურალურ, ჯანსაღ და ახალ აგროპროდუქტებს, ნახევარფაბრიკატებსა და მზა პროდუქციას", – განაცხადა "ვითიბი ბანკის" კორპორატიული ბიზნესის დირექტორმა ვლადიმერ რობაქიძემ.  

ბათუმში გახსნილი "აგროჰაბი" მთელი საქართველოს მასშტაბით უკვე მესამე სუპერმარკეტია. გარდა ამისა, კომპანია ფლობს რძის და ხორცის გადამამუშავებელ საწარმოებს, ფრინველის ფერმებს, კონსერვაციის საწარმოს და ღვინის მარანს კახეთში.

ბათუმის "აგროჰაბში" სამასამდე ადამიანი დასაქმდა. გახსნის ღონისძიებას დაესწრნენ აჭარის ავტომონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმდჯომარე, თორნიკე რიჟვაძე და ქალაქ ბათუმის მერი - ლაშა კომახიძე.