მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ვითიბი ბანკის" მხარდაჭერით ექსპოზიცია "მარადიული რომი" გაიხსნა

5df380a064812
BM.GE
13.12.19 16:10
1190
საქართველოში იტალიის საელჩოს ორგანიზებით და "ვითიბი ბანკის" მხარდაჭერით, საქართველოს ეროვნულ გალერეაში, 11 დეკემბერს გაიხსნა ექსპოზიცია – "მარადიული რომი. რომაული ქანდაკების შედევრები დინო და ერნესტა სანტარელის ფონდიდან".

როგორც "ვითიბი ბანკში" განმარტავენ, გამოფენაზე წარმოდგენილია 33 სკულპტურული ნამუშევარი, რომელიც წარმოაჩენს ქანდაკების მხატვრული, თუ სტილისტური განვითარების ეტაპებს რომის რესპუბლიკის ხანიდან ნეოკლასიციზმის ეპოქამდე.

ცნობისთვის: უკვე ორი წელია, იტალიის საელჩო ახორციელებს საქართველოში პროგრამას "Vivere ALL’italiana", რომლის ფარგლებშიც უკვე გაიმართა ბოტიჩელის, ლეონარდო და ვინჩის, მიქელანჯელოს, ტიციანის და სხვა გენიალური მხატვრების გამოფენები და ვითიბი ბანკის ამ ინიციატივის ფინანსური მხარდამჭერია.

ექსპოზიცია "მარადიული რომი. რომაული ქანდაკების შედევრები დინო და ერნესტა სანტარელის ფონდიდან" 2020 წლის 29 თებერვლამდე გასტანს.