მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვითიბი ბანკის მხარდაჭერით, თბილისში “მალონგოს” პირველი მაღაზია გაიხსნა

610266d669a57
ვიქტორია მღებრიშვილი
29.07.21 12:32
884
ვითიბი, როგორც ქართული ბიზნესის #1 ქომაგი, აქტიურად აგრძელებს ბიზნესის მხარდაჭერას, ამჯერად ბანკის მხრიდან 1 300 000 ლარის ოდენობით დაფინანსებით, მსოფლიოში წამყვანი ორგანული ყავის მწარმოებელი, მალონგოს პირველი მაღაზია გაიხსნა.

Malongo • მალონგო 1934 წელს საფრანგეთში, ნიცაში დაარსდა, საქართველოში კი ყველაზე დიდი და განსხვავებული კონცეფციის მალონგო სწორედ ვითიბის მხარდაჭერით გაიხსნა, რომელიც ტრადიციული 20 წუთიანი მოხალვის მეთოდით დამზადებულ უგემრიელეს ყავას, ფრანგულ სამზარეულოს, გასტრონომიას, საკონდიტროს, და უნიკალურ ფრანგულ ღვინოსა და შამპანურს აერთიანებს.

სამომავლოდ კი ვითიბისთან პარტნიორობით, მალონგოს 10-ზე მეტი ობიექტის გახსნა იგეგმება - როგორც თბილისში, ასევე საქართველოს სხვა დიდ ქალაქებში.

„სასიხარულოა, რომ კიდევ ერთხელ მოგვეცა შესაძლებლობა, მხარი დავუჭიროთ მცირე და საშუალო ბიზნესს საკუთარი საქმიანობის განვითარებაში. ჩვენ, მუდმივად მზად ვართ, წავახალისოთ ისეთი ინიციატივები, რომლებიც მიმართულია ბიზნესის გაძლიერებისთვისა და ეკონომიკური განვითარებისკენ. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ კომპანიას და საკუთარ თავს იმ საქმეში, რაც ბიზნეს სექტორის განვითარებას კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს“, - განაცხადა ვითიბი ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის სამმართველოს უფროსმა, არჩილ ჩაჩხიანმა.

გთავაზობთ მალონგოს შექმნის მოკლე ვიდეო ისტორიას





(NS)