მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ვითიბი ბანკის" თასზე საცხენოსნო ტურნირი გაიმართა

5d7f6fef3da12
BM.GE
16.09.19 15:17
795
13 -დან 15 სექტემბრის ჩათვლით,  "ვითიბი ბანკის" თასზე - VTB CUP თბილისის იპოდრომზე  მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპი გაიმართა.

შეჯიბრში წარმოდგენილი იყო  წინაღობათა გადალახვა. ტურნირის ორგანიზატორია საქართველოს საცხენოსნო სპორტის ფედერაცია, ხოლო გენერალური სპონსორი ვითიბი ბანკი.

შეჯიბრში მონაწილეობას იღებდნენ მხედრები საქართველოდან, აზერბაიჯანიდან და ბელორუსიდან.

ტურნირის ორი ეტაპი 13 და 14 სექტემბერს გაიმართა, ხოლო ფინალური ეტაპი 15 სექტემბერს ჩატარდა. შეჯიბრის გამარჯვებული, დიდი და პატარა გრანპრის მფლობელი გახდა ქართველი მხედარი შალვა გაჩეჩილაძე.


"ვითიბი ბანკი" აქტიურად აგრძელებს ქართული სპორტის მხარდაჭერას, ვითიბის თასზე ტურნირი უკვე მეხუთე წელია რაც იმართება, აღნიშნული საერთაშორისო ტურნირი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქართული საცხენოსნო სპორტის განვითარებაში. მოხარულები ვართ, რომ ხელს უწყობთ ამ ულამაზესი სპორტის უფრო მაღალ საფეხურზე აყვანას", - განაცხადა "ვითიბი ბანკის" მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა მაჭავარიანმა. 
(NS)