მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ვითიბი ბანკმა" დაავადებათა კონტროლის ცენტრს KIA -ს მარკის ავტომობილები გადასცა

5e830e7522e29
ვიქტორია მღებრიშვილი
31.03.20 14:30
849
ვითიბი ბანკი განაგრძობს COVID 19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მხარდაჭერას და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს KIA-ს მარკის ავტომობილებს გადასცემს.
 
აღნიშნულის შესახებ ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

„აღნიშნულ ვითარებაში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს პანდემიასთან ბრძოლაში. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, საველე სამუშაოების შეუფერხებლად წარმოებისთვის, დაავადებათა კონტროლის ცენტრი, საჭიროებს დამატებით ავტომობილებს, სწორედ ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება, შევიძინოთ და საჩუქრად გადავცეთ მათ KIA -ს მარკის ავტომობილები. გარდა ამისა, როგორც იცით ვითიბი ბანკმა საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში, გადარიცხა 200,000 ლარი, რომელიც Covid 19 წინააღმდეგ ბრძოლას მოხმარდება.

მოხარულები ვართ, რომ ბიზნეს სექტორს შესაძლებლობა გვეძლევა, საქართველოს ბიზნეს ასოციაციასთან ერთად გავერთიანდეთ ამ რთულ პერიოდში და სოლიდარობა გამოვუცხადოთ მათ, ვისაც ჩვენი დახმარება სჭირდება.
აგრეთვე, ჩვენი სურვილია, მაქსიმალურად გვერდით დავუდგეთ და დავეხმაროთ მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელთაც ყველაზე დიდი ზიანი მიადგა ქვეყანაში განვითარებული მოვლენების გამო. რის შესახებადაც დეტალურ ინფორმაციას უახლოეს მომავალში გავაჟღერებთ“, - ნათვქამია „ვითიბი ბანკის“ მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

ცნობისთვის, ვითიბი ბანკი, ვითიბის საერთაშორისო ფინანსური ჯგუფის წევრია. დღეს ვითიბი ჯგუფის ბანკები 20-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი. ვითიბი ჯგუფის უნივერსალური მოდელი მოიცავს: კორპორატიულ, საცალო და საინვესტიციო ბიზნესს. საქართველოს მასშტაბით ბანკს 34 ფილიალი აქვს, სადაც კლიენტებს მარტივ, სწრაფ, ინოვაციურ პროდუქტებს და მაღალი ხარისხის მომსახურებას სთავაზობენ. ყოველწლიურად, ვითიბი ბანკის 1 000–ზე მეტი თანამშრომელი 300,000-მდე კლიენტს ემსახურება.