მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვითიბი ბანკმა საქართველოს წყალბურთის ეროვნული ნაკრების მხარდაჭერა კიდევ ორი წლით გააგრძელა

5f52185dcbdc9
BM.GE
04.09.20 14:34
760
ვითიბი, როგორც ქართული სპორტის #1 ქომაგი წარმატებით აგრძელებს გუნდური სპორტის სახეობების მხარდაჭერას და პოპულარიზაციის ხელშეწყობას.

ვითიბი ბანკსა და საქართველოს საწყლოსნო სახეობათა სპორტის ფედერაციას შორის შედგა შეთანხმება, რომლის თანახმად ვითიბი ბანკი, წყალბურთის ეროვნულ და ახალგაზრდულ ნაკრებების გენერალურ სპონსორობას 2021 წლის ბოლომდე გააგრძელებს.

უკვე მეექვსე წელია რაც ვითიბი ბანკი ქართული წყალბურთის #1 ქომაგია, ჩვენი პარტნიორობის პერიოდში ეროვნულმა ნაკრებმა მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია და 2020 წლის ევროპის ჩემპიონატზე 10 საუკეთესო გუნდში მოხვდა. მოხარული ვართ, რომ ვითიბი ბანკის მხარდაჭერამ, ხელი შეუწყო ქართული წყალბურთის განვითარებას და წინსვლას - განაცხადა ვითიბი ბანკის გენერალურმა დირექტორმა არჩილ კონცელიძემ.

ამჟამად წყალბურთის ეროვნული ნაკრები 2021 წლის ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიური თამაშების საკვალიფიკაციო ტურნირში მონაწილეობის უფლების მოსაპოვებლად ემზადება.

(R)