მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვითიბი ბანკში სესხის აღება ბანკში მიუსვლელად, ვიდეო ბანკით გახდა შესაძლებელი

5eeb388d35d58
BM.GE
18.06.20 13:48
1044
ვითიბის ვიდეო ბანკით სესხის აღება შესაძლებელი გახდა. ამ ეტაპზე ბანკში ვიზიტის გარეშე კლიენტს შეუძლია აიღოს სამომხმარებლოს სესხი, საკრედიტო ბარათი და ოვედრაფტი. სრული პროცესი, განაცხადის შევსებიდან სესხის აღებამდე, დისტანციურად ხორციელდება. საკრედიტო ბარათს ბანკი კლიენტს სასურველ მისამართზე მიაწვდის. ვიდეო ბანკით სარგებლობა შესაძლებელია მობილური აპლიკაციის გამოყენებით ან ვიდეოზარით საიტიდან https://videobank.ge.

აპლიკაცია VTB Video Bank ხელმისწვდომია როგორც iPhone-ის ისე Android-ის სისტემის ტელეფონებისთვის.

“პანდემიის პერიოდში დისტანციურმა ბანკინგმა განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა, მომხარებლისთვის საკრედიტო პროდუქტებზე ხელმისაწვდომობა უაღრესად მნიშვნელოვანი გახდა. ამის გათვალისწინებით ვითიბი კლიენტებს დისტანციურად, ვიდეო ბანკით სესხის აღებას სთავაზობს. ჩვენ მათ მარტივ და სწრაფ გზას ვთავაზობთ, ბანკში ვიზიტის გარეშე შეავსონ განაცხადი და აიღონ სესხი“ - განაცხდა ვითიბი ბანკის ციფრულ არხებში გაყიდვების სამმართველოს უფროსმა, ალექსანდრე გოგიბერიძემ.