17.მაისი .2021 19:00

ვითიბის ახალი, ბევრად უკეთესი მობაილბანკი (R)

ვითიბის ახალი, ბევრად უკეთესი მობაილბანკი (R)
views 243
უკან

დღეს, ვითიბი ბანკმა, მომხმარებელს, სრულიად განახალებული და მრავალფუნქციური მობაილბანკი წარუდგინა, რომელიც ბევრად სწრაფი და უსაფრთხოა.

როგორც bm.ge-ს ბანკიდან აცნობეს, ახალ მობაილბანკში მომხმარებელი მიიღებს მასზე მორგებულ პროდუქტებს, დახვეწილ დიზაინსა და მარტივ ნავიგაციას, გამარტივებულ გადარიცხვებს, ბიომეტრიითა და პასკოდით დადასტურებას, კომუნალური და სხვა გადახდების შაბლონების თემატური დაჯგუფების შესაძლებლობას, ვალუტის საუკეთესო კურსებს და სხვა.

„ვითიბი ბანკი“ აგრძელებს ციფრული ბანკინგის განვითარებას და მოხარული ვართ, რომ მომხმარებელს მუდმივად ვთავაზობთ ინოვაციურ, მაქსიმალურად მათზე მორგებულ პროდუქტებს.

მობაილბანკის განახლებამდე ჩვენ მოვუსმინეთ მომხმარებლებს, გავითვალისწინეთ მათი სურვილები და მოთხოვნები და ავსახეთ ისინი განახლებულ აპლიკაციებში. აღსანიშნავია, რომ განახლებულ მობიალბანკში გამარტივდა ყველა პროცესი და ქმედება და მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა მომხმარებლის გამოცდილება. ციფრული ბანკინგის განვითარება მუდმივი პროცესია და ჩვენც 2021 წლის განმავლობაში კიდევ ბევრ სიახლეს ვპირდებით ჩვენ მომხმარებლებს ამ მიმართულებით. ჩვენი მიზანია, ახალი მობაილბანკით, მომხმარებელს შევუქმნათ სასიამოვნო საბანკო გამოცდილება“ , - განაცხადა „ვითიბი ბანკის“ ციფრულ არხებში გაყიდვების სამმართველოს უფროსმა, ალექსანდრე გოგიბერიძემ.

https://vtb.ge/ge/individuals/remote-banking/1/distantsiuri-sabanko-momsakhureba/9/mobailbanki 

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა