მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვითიბის ბანკის მხარდაჭერით, თანამედროვე ბალეტის მსოფლიო პრემიერა, „ბეატრიჩე“ გაიმართება (R)

60a3b806bf759
BM.GE
18.05.21 16:49
632
საქართველოში იტალიის საელჩოს და ვითიბი ბანკის მხარდაჭერით, 19 მაისს, რუსთაველის თეატრის დიდ სცენაზე, მარიამ ალექსიძის თანამედროვე ბალეტ „ბეატრიჩეს“ მსოფლიო პრემიერა შედგება.

2021 წელს, მთელი მსოფლიო აღნიშნავს, უდიდესი იტალიელი პოეტის, ფილოსოფოსისა და მოაზროვნის, დანტე ალიგიერის გარდაცვალებიდან 700 წელს, გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტი“ და გიორგი ალექსიძის ფონდი უერთდება ამ ღირსშესანიშნავი თარიღის მსოფლიო აღნიშვნას.

პროფესორ დავით მაზიაშვილის იდეით, კონცეფციითა და ხელმძღვანელობით, დანტე ალიგიერის „ღვთაებრივი კომედიის“ საფუძველზე, ქორეოგრაფ მარიამ ალექსიძის მიერ, გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტისთვის“ დაიდგა საავტორო თანამედროვე ბალეტი - „ბეატრიჩე“. ოსკარის, ოქროს გლობუსისა და მრავალი ჯილდოს მფლობელი, თანამედროვე იტალიელი კომპოზიტორის, დარიო მარიანელის მიერ, ბალეტისათვის სპეციალურად შეიქმნა საავტორო მუსიკა, რომელიც თბილისის სახელმწიფო კამერულ ორკესტრ „საქართველოს სინფონიეტას“ მიერ, სცენაზე ცოცხლად გაჟღერდება. ბეატრიჩეს სახეს, დასის წამყვანი სოლისტი, მარიამ დარჩია შეასრულებს.