მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ვითხოვთ, დასაშლელად შემოყვანილი ავტომობილები ტვირთად განბაჟდეს“

646b90a547ddf
თათია ჩაფიჩაძე
23.05.23 00:05
4225
საქართველოს ავტოიმპორტიორთა ასოციაციამ პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით მიმართა, რომლის მიხედვითაც ბიზნეს სუბიექტებისთვის, რომლებიც დაკავებულნი არიან მეორადი ავტომობილების, მათი ნაწილების შემოტანითა და ვაჭრობით სამართლებრივი ჩარჩო უნდა შეიქმნას.

კერძოდ, მომზადებული კანონპროექტი „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებას ითვალისწინებს, რომელიც ავტო იმპორტიორს ნაწილებად დასაშლელად შემოყვანილი ავტომობილის გაფორმების პროცედურებს გაუმარტივებს.

კანონში ცვლილება საშუალებას მისცემს დეკლარაციის წარმდგენს, მიიღოს გადაწყვეტილება კუთვნილი საქონელი სატრანსპორტო საშუალებად დატოვოს, ან საკუთარი განცხადების საფუძველზე მისი ნაწილებად დემონტაჟი დაგეგმოს. ნაწილებად დაშლის შემთხვევაში მფლობელი დაიბეგრება დღგ-ს გადასახადით, როგორც ეს ავტონაწილების შემთხვევაში ხდება, ნაცვლად აქციზის გადასახადისა.

„2024 წლიდან შევა ცვლილება, რომლის მიხედვითაც 2013 წლამდე გამოსული ავტომობილი ვეღარ განბაჟდება , ანუ ამ დროისთვის დეფიციტი იქნება 2013 წლამდე გამოსული ავტომობილების ნაწილებში. მოთხოვნა მიწოდების ჯაჭვში მოთხოვნას ვერ დავაკმაყოფილებთ, ამიტომ აუცილებელია კომპლექსური გეგმა შევიმუშაოთ ამ კანონპროექტის სახით, რომელიც იმედია რომ გავა ბოლომდე.

ჩვენ ვითხოვთ, რომ ასეთი ავტომობილები ტვირთად განბაჟდეს. ანუ თუ ახლა აქციზის გადასახადი უწევთ მათ ვინსაც, ავტონაწილი დასაშლელად შემოჰყავს, სამომავლოდ ეს თანხა რომ არ გადაიხადონ. თავიდანვე რომ იყოს განკუთვნილი დაშლისთვის და არა მოძრაობისთვის.

შედეგად პირველ წელს სახელმწიფო საშუალოდ 22 მლნ ლარს დაკარგავს, თუმცა ვთვლით, რომ შეიქმნება უფრო მეტი სამუშაო ადგილი, გაჩნდება კონკურენცია, ფასები გაიაფდება, შესაბამისად უფრო მეტ სარგებელს მიიღებს ბიუჯეტი, სექტორი, ბიზნესი და მოსახლეობაზეც დადებითად აისახება.“ - განაცხადა „საქმიანი დილის“ ეთერში დარბაისელმა.