მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვითხოვთ, მთავრობამ გრძელვადიანი სამოქმედო გეგმა 1 კვირაში წარმოადგინოს - ლევან ქოქიაშვილი

601d168ce94f5
ვიქტორია მღებრიშვილი
05.02.21 14:20
711
ეს იყო სარესტორნო ბიზნესის მოთხოვნების დაკმაყოფილების იმიტაცია! - ასე აფასებს საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის ხელმძღვანელი ლევან ქოქიაშვილი მთავრობის მიერ გუშინ გაცხადებულ ეკონომიკის გახსნის გეგმას, რომელიც 15 თებერვლიდან რესტორნების ღია სივრცეების გახსნასაც მოიცავს.

ლევან ქოქიაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც აღნიშნავს, რომ სექტორის მთავარ კითხვები პასუხგაუცემლად რჩება და ეკონომიკის გახსნის რეალურ გეგმას ელოდება.

„4 თებერვალს პრემიერის მიერ რეგულაციების შემსუბუქების გაკეთებული განცხადებების საპასუხოდ გვინდა გაგიზიაროთ ჩვენი პოზიცია:

ეს იყო სარესტორნო ბიზნესის მოთხოვნების დაკმაყოფილების იმიტაცია!

ვთვლით, რომ ხელისუფლების მხრიდან ადგილი ჰქონდა ჩვეულ მანევრს, რისი მიზანიც იყო ნაწილობრივ, პროტესტის მუხტის ჩაქრობა და ნაწილობრივ, ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე დაკვირვების მცდელობა.

ჩვენი მთავარი კითხვები ისევ პასუხგაუცემელია.

ველოდებით რეალური გეგმას. აქვე ვაცხადებთ, რომ თუ ამ გეგმის შესაქმნელად მთავრობაში არ არსებობს კომპეტენტური ინსტიტუცია, მზად ვართ დავეხმაროთ მათ და შევიმუშაოთ კრიზისიდან გამოსვლის ეფექტური, დარგის წარმომადგენლების და სპეციალისტების მიერ შემუშავებული გეგმა“, - წერს გასტრონომიის ასოციაციის ხელმძღვანელი.

ლევან ქოქიაშვილი აღნიშნავს, რომ მათთვის სხვა სექტორების აქტივობაც მნიშვნელოვანია. ამიტომ პოსტში ჩამოყალიბებულია სხვადსხვა სექტორების საერთო და რესტორნების მოთხოვნები ცალკე.

„ვიზიარებთ პანდემიის შედეგად დაზარალებული ყველა სხვა სექტორის პროტესტს, მათ შორის: ფიტნესის ცენტრების, ბავშვთა გასართობი ცენტრების, მუსიკოსების, თეატრების და ა.შ.

მხარს ვუჭერთ აღნიშნულ სექტორებში რეგულაციების მოხსნას და ქვეყნის ეკონომიკის სრულად ამოქმედებას. ჩვენ მათთან ერთად ვიქნებით საბოლოო შედეგების მიღწევამდე!

• ვუერთდებით 6 თებერვლის საპროტესტო აქციას!
• ვუერთდებით "კომენდანტის საათის" დროს დაუმორჩილებლობის მსვლელობას.

ჩვენი სექტორის მოთხოვნებია:

◦ შაბათ-კვირას დაკეტვის შეზღუდვის მოხსნა;
◦ კომენდანტის საათის გაუქმება ან გადაწევა 00:00 საათამდე ;
◦ შიდა სივრცების გახსნა ;
◦ 2 წლიანი საგადასახადო შეღავათები;
◦ თანამშრომლების ძველი ხელაფსების კომპენსანცია სრულ გახსნამდე ;
◦ ბანკებთან შუამდგომლობა და დაბალპროცენტიანი სესხები.

ვითხოვთ, ერთი კვირის განმავლობაში ხელისუფლებამ წარგვიდგინოს კრიზისიდან გამოსვლის გრძელვადიანი გეგმა და დააკმაყოფილოს ჩვენი სექტორის ყველა მოთხოვნა.

აღნიშნულის არშესრულების შემდეგ გაგიზიარებთ ჩვენს შემდგომ ნაბიჯებს", - წერია დარგის წარმომადგენლის პოსტში.