მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვიზიტორების რაოდენობა საქართველოში მინიმუმ 60%-ით შემცირდება - Galt&Taggart-ის ანალიტიკოსი

5ec8dacfbcb17
ნინი ლონგურაშვილი
23.05.20 12:25
1354
"საქართველოში არ უნდა გქვონდეს მოლოდინი, რომ ჩვენ გლობალურად განსხვავებული სურათი გვექნება და უკეთეს შედეგს დავდებთ", - ამის შესახებ "საქმიანი დილის" ეთერში Galt&Taggart-ის უფროსმა ანალიტიკოსმა კახა სამყურაშვილმა განაცხადა.

კახა სამყურაშვილის თქმით, საქართველოში ტურისტების 60%-იანი კლება იქნება.

"მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მოლოდინები ასეთია: საუკეთესო შემთხვევაში 60%-ით შემცირდება ვიზიტორების რაოდენობა და უარეს შემთხვევაში - 80%-ით. ეს რიცხვები იმიტომ მომყავს, რომ საქართველოში არ უნდა გვქონდეს მოლოდინი, რომ გლობალურად განსხვავებული სურათი გვექნება ჩვენ და უკეთეს შედეგს დავდებთ. ამიტომ, ვფიქრობ მინიმუმ 60%-ით შემცირდება ვიზიტორების რაოდენობა საქართველოში.

ჩვენ შეიძლება დავპოზიციონირდეთ, როგორც უსაფრთხო ქვეყანა, მაგრამ ვფიქრობ, დღეს არ არსებობს, როგორც ასეთი, უსაფრთხო ქვეყანა. რისკები არის ყველგან, შესაბამისად ამის ბოლომდე განეიტრალება არის შეუძლებელი. რა თქმა უნდა, კარგია ასეთი პოზიციონირება, მაგრამ ამაზე ჩვენ იმედები არ უნდა დავამყაროთ. 60%-იანი კლება ნიშნავს, რომ 5 ვიზიტორის მაგივრად ჩამოვა 2 წელს და 80% კლება ნიშნავს, რომ 5-დან ჩამოვა ერთი ტურისტი", - აღნიშნა კახა სამყურაშვილმა.