მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვლადიმერ ხუნდაძე საქონლის გაფორმების ახალ წესზე: გაფორმების დრო 5-10 წუთამდე ჩამოვიდა

61c57af52a719
ლიკა გურაბანიძე
25.12.21 12:40
3688
საქონლის გაფორმებისა და გაშვების ფორმალობების გამარტივების მიზნით, ინიცირებულია ცვლილებები საბაჟო კანონმდებლობაში, რომლის თანახმადაც, მიმდინარე წლის 15 დეკემბრიდან, გადასახადის გადამხდელებს საქონლის გაფორმების ახალი, დაჩქარებული შესაძლებლობები ეძლევათ.

საგულისხმოა, რომ უშუალოდ, საბაჟო დეკლარაციის დამუშავებისას, მასში მითითებული მონაცემების იმპორტის გადასახდელზე ვალდებულების შესრულების რისკის პროფილთან თანხვედრის შემთხვევაში, საგრძნობლად მცირდება საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებისთვის საჭირო დრო.

“საქმიან დილაში” ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე აღნიშნავს, რომ გადამხდელს გადასახადის შესახებ ინფორმაცია sms შეტყობინებით მიუვა და მას შეუძლია გადასახადი მობილურით გადაიხადოს, ხოლო ტვირთი პირდაპირ გამშვები პუნქტიდან წაიღოს.

“როდესაც ყვითელ დერეფანში გადახდის კრიტერიუმით საბაჟო დეკლარაცია ხვდებოდა, გაფორმების ადგილზე საჭირო გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა იყო. ეს დაკავშირებული იყო, როგორც დროის, ასევე თანხების ხარჯვასთან.

ის დრო, რაც ამ პროცესის ჩატარებას სჭირდებოდა 3-4 საათი იყო, ეს დრო ცვლილების მიხედვით, რომელიც 15 დეკემბრიდან ამოქმედდა დღე-ღამის პერიოდში 5-10 წუთამდე ჩამოვიდა.” - განაცხადა ხუნდაძემ.