18.მაისი .2020 22:40

ვმუშაობთ ფინანსურ ინსტიტუტებთან რომ დაეხმარონ წევრ ქვეყნებს - პოლოლიკაშვილი

views 533
უკან

"დღეს ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან, რათა ამ კრიზისის პერიოდში ფინანსურად დაეხმარონ წევრ ქვეყნებს ლიკვიდურობის შენარჩუნებაში" - ამის შესახებ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა Forbes Talks-ში განაცხადა.

მისი თქმით, UNWTO-ს ყოველდღიურ სამუშაო პროცესს წარმოადგენს წევრი ქვეყნების მხარდაჭერა და რეკომენდაციების შემუშავება.

"აქტიურად ვმუშაობთ საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან, რათა წევრ ქვეყნებს ამ კრიზისის პერიოდში ფინანსური ლიკვიდურობის შენარჩუნებაში დავეხმაროთ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესის დახმარება. ასევე, რა თქმა უნდა, დიდი საერთაშორისო ინტერნაციონალური კომპანიებს, ისინი ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან, აღარ ვსაუბრობ საერთაშორისო ავიაკომპანიებზე, რომლებმაც მილიარდობით ზარალი განიცადეს“, - განაცხადა ზურაბ პოლოლიკაშვილმა.

UNWTO-ს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ თებერვალში ევროპარლამენტში გამართულ სამუშაო ვიზიტზე ტურიზმზე პანდემიის გავლენის შესახებ არავინ საუბრობდა, დღეს კი თემა სწორედ ტურიზმია.

„ჟენევაში ჩასვლის წინ ბრიუსელში ვიყავით მეორე თუ პირველი სამუშაო ვიზიტი იყო საერთოდ ევროპარლამენტში და სწორედ იქ ვისაუბრეთ ტურიზმის როლზე. მაშინ თებერვალი იყო და არავინ პრიორიტეტად არც მიიღო ტურიზმის სფერო და გუშინ წინ, და ბოლო სამი კვირაა თითქმის ტურიზმზე არის აწყობილი მათი სხდომები“, - განაცხადა UNWTO-ს გენერალურმა მდივანმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა