28.ივნისი .2021 13:26

„ვმუშაობთ ღამის კლუბების ახალ პროტოკოლებზე, რითიც შეიძლება ავამოქმედოთ ინდუსტრია“

„ვმუშაობთ ღამის კლუბების ახალ პროტოკოლებზე, რითიც შეიძლება ავამოქმედოთ ინდუსტრია“
views 348
უკან

ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, უწყებას ღამის კლუბების პრობლემატიკის კვლევა დაწყებული აქვს და სექტორის წარმომადგენლებთან ერთად მიმდინარეობს  პროტოკოლებზე მუშაობა. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„ნათქვამი გვაქვს, რომ მათთან შეხვედრა მოხდება, მაგრამ ეს არ იქნება შეხვედრა შეხვედრისთვის, რადგან ნამდვილად დაზარალებული ინდუსტრიაა. ჩვენ ამ პრობლემატიკის შესწავლა დავიწყეთ - კონკრეტულად რა უჭირთ ყველზე მეტად, რა სპეციფიკით ხასიათდება ეს სექტორი და რა დახმარება შეიძლება გავუწიოთ, მათ შორის მათთან ერთად ახალ პროტოკოლებზე ვმუშაობთ, რითიც მომავალში ეს ინდუსტრია შეიძლება ავამოქმედოთ კიდევაც“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა