მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ვმუშაობთ გზებზე, რომლითაც წისქვილკომბინატების ამუშავებას შევძლებთ“ - გელა ხანიშვილი

62c7ecffe418b
მარიამ იზორია
08.07.22 12:37
620
„ვმუშაობთ გზებზე, რომლის საშუალებითაც ადგილობრივი წისქვილკომბინატების ამუშავებას შევძლებთ“ - ამის შესახებ ჟურნალისტებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ გელა ხანიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, ახლა ხორბლის მოსავლის პერიოდი მოდის და წელს ქვეყანას გასულ წელთან შედარებით უკეთესი შედეგები ექნება.

„მთავრობა ახორციელებს ისეთ მიდგომას, რომლის საფუძველზეც ქვეყანაში მაქსიმალურად იაფი ფქვილი შემოდის. ამასთან, ჩვენ ვმუშაობთ გზებზე, რომლის საშუალებითაც ადგილობრივი წისქვილკომბინატების ამუშავებას შევძლებთ. მოსავლის პერიოდი მოდის, კარგი შედეგები გვაქვს. მაგალითად, 2021 წელს 2020 წელთან შედარებით 20%-ით უკეთესი მოსავალი იყო, მიმდინარე წელს ვვარაუდობთ, რომ ქვეყანას კიდევ უფრო მეტი ხორბალი ექნება,“ - განმარტავს ხანიშვილი.

შეგახსენებთ, ქვეყანაში მოქმედი 50-მდე წისქვილკომბინატია გაჩერებულია და ხორბლის გადამუშავება და ფქვილის წარმოება აღარ მიმდინარეობს. წისქვილების დახურვის მიზეზი რუსეთში ხორბლის იმპორტზე დაწესებული საექსპორტო ბაჟია, რომელიც ხორბლის საექსპორტო ფასს ზრდის და იმპორტიორებისთვის მის შემოტანას არარენტაბელურს ხდის. საპირისპირო მდგომარეობაა ფქვილთან მიმართებით. რუსეთში ფქვილის ექსპორტზე ნულოვანი ბაჟი მოქმედებს, რის გამოც საქართველოში ფქვილის ექსპორტი თითქმის 11-ჯერ არის გაზრდილი.

რა გეგმას სთავაზობენ მეხორბლეები მთავრობას დარგის გადარჩენისთვის?