მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Vodafone-მა Facebook-ის კრიპტოვალუტის პროექტრი დატოვა

5e2804c7936f4
BM.GE
22.01.20 19:20
802
კომპანია Vodafone-მა Facebook-ის კრიპტოვალუტის პროექტის დატოვებაზე განაცხადა. Vodafone-ი აღნიშნავს, რომ კომპანიის სურვილია, ფოკუსირდეს მობილური გადახდების პლატფორმაზე და წვლილი შეიტანოს ფინანსური ინკლუზიის გაფართოების საქმეში. ამის შესახებ BBC იუწყება.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ცოტა ხნით ადრე პროექტი ისეთმა ცნობილმა კომპანიებმა დატოვეს, როგორიცაა Mastercard-ი, Visa, Paypal და eBay-ია.

აღსანიშნავია, რომ Facebook-მა საზოგადოებას საკუთარი კრიპტოვალუტის შექმნის შესახებ გასული წლის ზაფხულს შეატყობინა. Facebook-ის პროექტს პრობლემები მას შემდეგ შეექმნა, რაც კრიპტოვალუტებზე მსოფლიოში დამატებითი რეგულაციები ამოქმედდა.