მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ვოიაჟერი”: მას შემდეგ რაც ქვეყნები გაიხსნა, ავიაკომპანიები სამიზნე ბაზრებს უბრუნდებიან

602a4d96b327d
ლიკა გურაბანიძე
15.02.21 23:18
825

“მას შემდეგ რაც ქვეყნები გაიხსნა, ავიაკომპანიები სამიზნე ბაზრებს უბრუნდებიან. ავიაბილეთების ფასი დამოკიდებულია კონკურენციაზე, რეისების სიხშირეზე და მოთხოვნა-მიწოდებაზე. ქვეყნები იხსნებიან და ვფიქრობ, რომ ავიაბილეთების ფასები დასტაბილურდება", - ამის შესახებ “ვოიაჟერის” გენერალურმა დირექტორმა სოფო აზარაშვილმა “საქმიან დილაში” განაცხადა.

კომპანია "ვოიაჟერი" საქართველოში ექვს უმსხვილეს ავიაკომპანიას წარმოადგენს, მათ შორის არის fly dubai-ც.

“fly dubai თბილისში რეისებს კვირაში ორი სიხშირით ასრულებს, თუმცა ახალი ამბავია ის, რომ 19 თებერვლიდან თბილისის მიმართულებით კომპანია 4 რეისს შეასრულებს. რაც შეეხება ბათუმს, კომპანია რეისების შესრულებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ზაფხულის მოსვლასთან ერთად მიიღებს.

fly dubai მგზავრთა გადაყვანისას იმ რეგულაციებს იყენებს, რაც საქართველოს მთავრობის მიერ არის დადგენილი, რაც შეეხება გაყვანას პირდაპირ რეისზე დუბაი 72-საათიან PCR ტესტს მოითხოვს, ხოლო ტრანზიტულ გადაყვანებს რაც შეეხება, აქ რეგულაციები იმ მიმღებ ქვეყანაზეა დამოკიდებული, სადაც ჩვენი მგზავრები მიფრინავენ” - განმარტა აზარაშვილმა.

მისივე თქმით, "კომენდანტის საათის" შეზღუდვა ტურისტების გადაადგილებაზე უარყოფით გავლენას ახდენს, თუმცა ქვეყნის გახსნასთან ერთად პოზიტიური ტენდენციაც შეინიშნება.

“გარე სივრცეების და სავაჭრო ობიექტების გახსნა რეგულაციების გამარტივების იმედს გვაძლევს და ჩვენ ტურისტებისთვის ყველა შესაბამისი სერვისის მიწოდებას შევძლებთ.” - აღნიშნა სოფო აზარაშვილმა.