მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Voice Of Ecommerce-სა და MY.GE-ის ერთობლივი საინფორმაციო ვებინარების სერია იწყება

5fdb6bc1cc30d
ვიქტორია მღებრიშვილი
17.12.20 18:51
799
Voice Of Ecommerce-სა და MY.GE-ის ერთობლივი საინფორმაციო ვებინარების სერია იწყება.

როგორც MY.GE-ში განმარტავენ, ვებინარების სერიის ფარგლებში დარგის სპეციალისტები დამწყებ ბიზნესებს და ზოგადად ელექტრონული კომერციით დაინტერესებულ პირებს გაუზიარებენ საკუთარ გამოცდილებასა და გლობალური ბაზრის უახლოეს და ყველაზე წარმატებულ პრაქტიკას E-commerce ბიზნესში.

ვებინარზე სპიკერები ისაუბრებენ E-commerce-სთვის ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებებზე როგორიცაა: E-commerce ბიზნეს მოდელები, გაყიდვები, მარკეტინგი, ფეიმენთები, სასაწყობე და ლოგისტიკური გადაწყვეტილებები. მსმენელები გაეცნობიან ონლაინ გაყიდვების შემდგომ პროცედურებს, სასაწყობე მარაგების მართვასა და მომხმარებლამდე პროდუქციის მიწოდების შესაძლებლობებს, თავად მომხმარებლებთან ურთიერთობას, დაბრუნების პოლიტიკასა და სხვა ბევრს სხვა საინტერესო თემას.

„Voice Of Ecommerce წარმოადგენს საქართველოს E-commerce ასოციაციის ონლაინ პლატფორმას, რომლის ფარგლებშიც მოცემული სფეროთი დაინტერესებულ პირებს საშუალება ეძლევათ გაცვალონ აზრი, მოახდინონ კოორდინაცია ფორსმაჟორულ ვითარებაში და გამოხატონ საკუთარი შეხედულებები დარგში აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით. საქართველოს E-commerce ასოციაცია უზრუნველყოფს ერთის მხრივ, ასოციაციის წევრი კომპანიების ინტერესის დაცვას სახელმწიფო რეგულაციებისგან, ხოლო მეორე მხრივ, მიზნად ისახავს E-commerce ინდუსტრიის განვითარებას საინფორმაციო - საგანმანათლებლო აქტივობების ორგანიზებით. MY.GE-სა და E-commerce ასოციაციის საერთო ვებინარები მიზნად ისახავს უახლესი E-commerce ტრენდების გაცნობას დაინტერესებული აუდიტორიისათვის და მათ ინტეგრირებას ადგილობრივ ბაზარზე“ - ამბობს ელ. კომერციის ასოციაციის “ვოის ოფ იქომერს” პრეზიდენტი თამარ გოგოლაშვილი.

„MY.GE-სთვის, როგორც პირველი ქართული E-commerce პლატფორმისთვის მნიშვნელოვანია აღნიშნული სფეროს განვითარება. ჩვენ, მუდამ მზად ვართ, დავეხმაროთ, როგორც დიდ, ასევე დამწყებ ბიზნესებს გაციფრულებაში, რათა უფრო სწრაფი, მოქნილი და მყიდველზე ორიენტირებული სერვისი შესთავაზოს მომხარებლებს“, - აცხადებენ MY.GE-ში. დარეგისტრირდი ვებინარზე 

(
R)