მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა” საქართველოს წინააღმდეგ საარბიტრაჟო დავა დაიწყო

5f226b102f595
სალომე მეცხვარიშვილი
30.07.20 10:38
3534
“ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა და მთავარმა უცხოელმა ინვესტორმა საქართველოს წინააღმდეგ საარბიტრაჟო სარჩელი შეიტანეს” - აღნიშნული განცხადება პრესკონფერენციაზე გაკეთდა, რომელსაც კონსორციუმის წარმომადგენლები ამ წუთებში მართავენ.

კომპანიის პრესრელიზის მიხედვით, 29 ივლისს შეტანილი სარჩელები ეხება ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელების პროცესში მთავრობის "ძირგამომთხრელი კამპანიის შედეგად ანკლიის კონსორციუმისთვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანის ანაზღაურებას".

2 დამოუკიდებელი სარჩელი არბიტრაჟში "ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა" და ბობ მეიერმა შეიტანეს, რომელიც კონსორციუმის ერთ-ერთი მთავარი მეწილე იყო.

"კონსორციუმი და ბატონი მეიერი ითხოვენ პროექტში მათი დარღვეული უფლებების აღდგენას. ამ მოთხოვნების ოდენობა არის დიდი მოცულობის, სცდება 1 მილიარდ აშშ დოლარს და შედგება ADC-სა და ბატონი მეიერის დანაკარგისგან, რომელიც პირდაპირი შედეგია საქართველოს მთავრობის კამპანიის, ძირი გამოეთხარა ანაკლიიის პორტის პროექტისთვის", - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობამ "ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან" ხელშეკრულების გაწყვეტის გადაწყვეტილება მიმდინარე წლის იანვარში მიიღო. ხელისუფლების განმარტებით, ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა ვერ შეასრულა ვალდებულებები - ვერ მოიზიდა 120 მილიონი დოლარი საკუთარი კაპიტალის შესავსებად და ვერ წარმოადგინა ხელშეკრულებები 400 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით სესხის გამოყოფის თაობაზე საერთაშორისო ბანკებთან.