20.სექტემბერი .2019 23:00

Volkswagen და Porsche 227.000 ავტომობილს უკან გაიწვევს

views 316
უკან

Volkswagen და Porsche 227.000 ავტომობილს უკან გაიწვევს. ინფორმაციას Reuters ავრცელებს. გავლენიანი სააგენტოს ცნობით, მიზეზი Airbags -ის პრობლემებია. მანქანების კონტროლის განყოფილების ცნობით, პროგრამულ უზრუნველყოფას განახლება ესაჭიროება.


ე.წ. რიქოლი VW-ის ტიგუანის 203,400 მოდელს შეეხება, ასევე, შარანსა და CC-ს, რომლებიც 2015 წელს არის გამოშვებული. უკან გაიწვევენ Porsche 911-ის 23,550 ავტომობილს, კერძოდ, Boxster-ს Cayman-სა და Panamera -ს, რომლებიც 2015- 2016 წლებშია წარმოებული.


მსოფლიოს საავტომობილო ინდუსტრიაში, მსგავსი ინციდენტები დღესდღეობით ყოველდღიურად ხდება. წელს ოფიციალურად უკან გაწვეული მანქანების რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა.