23.იანვარი .2020 22:25

Volkswagen-ი შესაძლოა 110 მილიონი კანადური დოლარით დააჯარიმონ

views 321
უკან

კანადელ პროკურორებს Volkswagen-ის დაჯარიმება სურთ, მსოფლიოში ცნობილ ავტომწარმოებელს დიზელის ემისიის სტანდარტების დარღვევას ედავებიან. ამის შესახებ BBC-ი წერს.

კომპანიას აღნიშნული სტანდარტების დარღვევისთვის უკვე გადახდილი აქვს 30 მილიარდ ევროზე მეტი ჯარიმა მსოფლიოს მასშტაბით.

კანადელი პროკურორები Volkswagen-ს სავარაუდოდ, 110 მილიონი კანადური დოლარის ოდენობის ჯარიმას შეუფარდებენ.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, კომპანია მას შემდეგ გაეხვა სკანდალში, რაც Volkswagen-მა განაცხადა, რომ 2015 წლიდან მის მიერ გამოშვებული მანქანის მოდელებს ჰქონდათ პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც ჰაერის დაბინძურების დონეს აკონტროლებდა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა