25.სექტემბერი .2019 18:12

Volkswagen-ის მაღალჩინოსანებს ბრალი წაუყენეს

views 224
უკან

Volkswagen-ის მაღალჩინოსანებს „დიზელის სკანდალთან“ დაკავშირებით, ბაზრის მანიპულირების საქმეზე ბრალი წაუყენეს.

ცნობისთვის: 2015 წელს გავრცელდა ინფორმაცია, რომ Volkswagen-ი დიზელზე მომუშავე ავტომობილების საწვავის ტესტს განგებ აყალბებდა.

გერმანული ბიზნეს-პორტალ Handelsblatt-ის ინფორმაციით, ავტომწარმოებლის ხელმძღვანელმა ჰერბერტ დისმა, თავმჯდომარემ ჰანს დიტერ პიოჩმა და ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა მარტინ ვინტერკორნმა ინვესტორები 2015 წელს, ფინანსური შედეგების შესახებ დროულად არ გააფრთხილეს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მათ 5 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

როგორც ადვოკატები განმარტავენ, მათი დაცვის ქვეშ მყოფები უდანაშაულოები არიან და ბრალდება უსაფუძვლოა. საქმეზე სასამართლო მოსმენები მომდევნო დღეებში კიდევ გაიმართება.