მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქართველოში ბევრი კარგი ნევროლოგი გვყავს" - აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმი

6056023e89268
ინგა მურუსიძე
20.03.21 21:20
2884
აშშ-ში მოღვაწე ქართველი ტელენევროლოგის დავით მრელაშვილის შეფასებით, საქართველოში ბევრი კარგი ნევროლოგია და მათთან პაციენტებს  ხშირად ამისამართებს.

ამის შესახებ მან #ForbesTalk-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცახადა. მრელაშვილის თქმით, მას ქართველებთან ყოველდღიური კომუნიკაცია აქვს, როგორც პაციენტებთან, ისე - ორგანიზაციებთან.

„აშში-ის 220 კლინიკის თანამშრომელი ვარ და როცა ვჭირდები, ყოველდღიურად ვნახულობ პაციენტებს. მსურს, საქართველოში მეტად ვიყო ჩართული პაციენტების მკურნალობაში, მაგრამ რადგან ამერიკაში სრულგანაკვეთზე ვმუშაობ, ამას ვერ ვახერხებ. საქართველოში ბევრი კარგი ნევროლოგი გვყავს; როცა ვხედავ, რომ პაციენტი მიკავშირდება და არ აქვს ძალიან რთული პრობლემა, მირჩევნია, ამ დროში ერთ პაციენტს კი არა ერთ კლინიკას დავეხმარო და ასეთ პაციენტს გადავაბარებ ისეთ ნევროლოგს, ვისზეც  დარწმუნებული ვარ, რომ პაციენტს კარგად მიხედავს “, - განაცხადა მრელაშვილმა.