09.ივლისი .2022 20:26

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ათამდე ქვეყანაში უკრაინის ელჩები გაათავისუფლა

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ათამდე ქვეყანაში უკრაინის ელჩები გაათავისუფლა
views 3996
უკან

პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანიაში, უნგრეთში, ნორვეგიაში, ჩეხეთისა და ინდოეთში უკრაინის ელჩების თანამდებობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო.

Ukrinform-ის ცნობით, პოსტიდან გადაყენებულია: უკრაინის ელჩი გერმანიაში ანდრი მელნიკი, უნგრეთს ელჩი ლიუბოვ ნეპოპი, ნორვეგიაში წარგზავნილი ელჩი ვიაჩესლავ იაციუკი და უკრაინის ელჩი ჩეხეთში იევენ პერებინისი.

გარდა ამისა, თანამდებობიდან გადაყენებულია იგორ პოლიხა - უკრაინის ელჩი ინდოეთში, ნეპალში, ბანგლადეშში, მალდივებსა და შრი-ლანკაში.

პრეზიდენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ზუსტი მიზეზები, ჯერჯერობით, უცნობია.