01.ოქტომბერი .2022 09:00

ვოლტი ზუგდიდშია! (R)

ვოლტი ზუგდიდშია! (R)
views 507
უკან

1-ელი ოქტომბრიდან ვოლტის სერვისით სარგებლობა უკვე ზუგდიდშიც შესაძლებელია. ზუგდიდი საქართველოს რიგით მეხუთე ქალაქია თბილისის, რუსთავის, ბათუმისა და ქუთაისის შემდეგ, სადაც "ვოლტი" ოპერირებს.

ზუგდიდში ვოლტის მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი იქნება McDonald’s, Dunkin’, Carrefour, Magniti, Psp და სხვა რესტორნები, სუპერმარკეტები, აფთიაქები, წიგნების, სათამაშოებისა და სხვა მაღაზიები.

"ვოლტი" ზუგდიდელებს სხვადასხვა კამპანიას სთავაზობს: თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ უფასო მიტანით, აგრეთვე "საქართველოს ბანკის" ბარათით გადახდისას დაიბრუნებთ 5 ლარს "ვოლტის" ანგარიშზე. "ვოლტი" მომხმარებლებს მომავალშიც ბევრ სიახლეს, საინტერესო აქციებსა და მრავალ შეთავაზებას ჰპირდება.

ასე რომ, ჩამოტვირთეთ "ვოლტის" აპლიკაცია get.wolt.com და შეუკვეთეთ გემრიელი კერძები, პროდუქტები, მედიკამენტები, წიგნები, ყვავილები და სხვა მრავალი პროდუქტი და მიიღეთ თქვენი შეკვეთა ყველაზე სწრაფად, ახლა უკვე ზუგდიდში!

Wolt ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკიში, 2014 წელს დაფუძნებული ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც საკვების აღმოჩენისა და მიტანის სერვისს ამარტივებს. დღეს, Wolt მსოფლიოს 23 ქვეყანაში, 200-ზე მეტ ქალაქში ხუთ მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება. Wolt 20 000-ზე მეტ რესტორანსა და 45 000-ზე მეტ პარტნიორ კურიერთან თამშრომლობს.

Wolt საქართველოში 2018 წლის მაისიდან ოპერირებს. დღეს, Wolt-ის აპლიკაციით კერძების და სხვადასხვა პროდუქტის შეკვეთა თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, რუსთავის და ზუგდიდის 1000-ზე მეტი ობიექტიდანაა შესაძლებელი და მისი სერვისით, ყოველდღიურად ათასობით მომხმარებელი სარგებლობს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა