“Google map-ზე გერგეტის სამება დატანილი იყო, როგორც რუსეთის ტერიტორია” - ამის შესახებ, გადაცემა “საქმიან დილაში” გიდმა და პროექტის "გააციფრულე საქართველოს" მოხალისემ მარიამ მერებაშვილმა განაცხადა.
პროექტზე “გააციფრულე საქართველო” ტურიზმის სექტორში ჩართული ადამიანები 4 თვის განმავლობაში მუშაობდნენ. მოხალისეებმა Google-ის რუკაზე არაერთი მცირე და საშუალო ობიექტი დაიტანეს, საბოლოო შედეგი კი ასეთია: 1 500 დამატებული ადგილი, 1 100 შესწორება, 4 000-ზე მეტი მიმოხილვა, 40 000-ზე მეტი დამატებული ფოტო და 60 000-ზე მეტი მონიშვნა(ე.წ. პინი).
პროექტის მონაწილეები ამბობენ, რომ ძალიან ხშირი იყო შემთხვევები, როდესაც ადგილები არასწორად იყო მონიშნული, საზღვრისპირა რეგიონები მითითებული იყო როგორც რუსეთი, ზოგიერთი ქალაქი საერთოდ არ იძებნებოდა.
“ამ ყველაფრის გასწორებას ერთი მისიონერი რათქმაუნდა არ ეყო. გერგეტის სამების შემთხვევაში გავასწორეთ პინი და ბოლოს Google Map-მაც დაადასტურა. თუმცა ასეთი შემთხვევა უამრავია,” - აცხადებს მარიამ მერებაშვილი.
მისი თქმით, არასწორად იყო დატანილი ასევე პრომეთეს მღვიმე და მისი საკონტაქტო ინფორმაცია, რომელიც ჩასწორდა და მას შემდეგ, 925 ათასი ნახვა ჰქონდა ამ ტურისტულ ობიექტს. მოხალისის თქმით, ნახვების გაზრდილი რაოდენობა პირდაპირ მიგვანიშნებს, რომ ტურიზმი დღეს სწორედ ციფრულ სამყაროში და Google-ში იგეგმება.
“თითოეული ციფრული მოხალისე უნდა იყოს ჯარისკაცი, რომელიც ყოველდღიურად განახორციელებს კონტრიბუციას რომ Google-ს რუკები იყოს მოწესრიგებული და უცხოელ თუ ქართველ ვიზიტორს დავეხმაროთ სწორი ინფორმაციის მოპოვებაში და სასურველი მიმართულების მარტივად მიგნებაში. რაც შეეხება მცირე ბიზნესის წარმნომადგენლებს, თავიდან ძალიან სკეპტიკურად იყვნენ განწყობილნი, რადგან არ აქვთ ინფორმაცია, რა ტიპის სარგებელი შეიძლება მიიღოს მათმა ბიზნესმა რუკაზე ობიექტის დატანით” - აღნიშნა მერებაშვილმა.
პროექტს “გააციფრულე საქართველოს” ფარგლებში ასევე რუკაზე დაემატა ადიგენისა და ასპინძის მუნიციპალიტეტი, რომლებიც საერთოდ არ იყო ასახული და შესაბამისად, არც მუზეუმების, კაფე-ბარებისა და სხვა ტურისტული ობიეტქების შესახებ იძებნებოდა ინფორმაცია.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი