მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Volvo 2030 წლიდან მხოლოდ ელექტრომობილების წარმოებას გეგმავს

603f96eb16099
ნათია თაქთაქიშვილი
03.03.21 21:45
584
ავტოკონცერნი Volvo 2030 წლიდან მხოლოდ ელექტრომობილების წარმოებას განიხილავს. კომპანია ყველა თავის მოდელს, მათ შორის ჰიბრიდული მანქანების დიზაინის შეცვლას და ელექტრონულ ძრავაზე გადაყვანას აპირებს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, კომპანია ონლაინ გაყიდვებში მეტი ინვესტიციების განხორციელებასაც გეგმავს.

Volvo-ს ტექნოლოგიების მთავარი ოფიცერის, ჰენრიკ გრინის განმარტებით, კომპანიას მიმართულების შეცვლა სჭირდება, რადგან შიდა წვის ძრავის მქონე მანქანებს მომავალი არ აქვთ.

ბოლო წლებში ელექტრომობილებზე მოთხოვნა მსოფლიოს მასშტაბით გაიზარდა. ამას ისიც უწყობს ხელს, რომ არაერთი სახელმწიფო საწვავზე მომუშავე მანქანებზე უარს ამბობს. მაგალითად, დიდ ბრიტანეთში 2030 წლიდან ბენზინსა და დიზელზე მომუშავე ავტომობილების გაყიდვა აიკრძალება.