მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Volvo აცხადებს, რომ პანდემია თვითმართვადი ავტომობილის წარდგენაში ხელს არ შეუშლის

5eb53ea0319ef
ნათია თაქთაქიშვილი
08.05.20 20:40
1060
მსოფლიოში ცნობილი ავტოკონცერნი Volvo აცხადებს, რომ კორონავირუსი თვითმართვადი ავტომობილის წარდგენაში ხელს არ შეუშლის და კომპანია აღნიშნავს, რომ Luminar-ის სენსორებით აღჭურვილ მანქანას 2022 წლის დასაწყისიდან წარადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

როგორც ჰენრიკ გრინი, Volvo-ს ტექნოლოგიების მთავარი ოფიცერი აცხადებს, ფინანსური სირთულეების მიუხედავად და იმის მიუხედავად, რომ კომპანიამ 1,300-მდე სამუშაო ადგილი შეამცირა, Volvo განაგრძობს წინსვლას და პრიორიტეტებს ცვლის.

კომპანიის წარმომადგენლის მიხედვით, Volvo ფოკუსირებას თვითმართვადი ავტომობილების განვითარებაზე მოახდენს.

Volvo-ს მფლობელი ავტოკონცერნი Zhejiang Geely Holding Group Co. აცხადებს, რომ Luminar-ის სენსორების გამოყენებით თვითმართვად ავტომობილებში, ისინი მომხმარებლებს უკეთეს ტექნოლოგიებს შესთავაზებენ, რაც მათ Highway Pilot-ის გამოყენების შესაძლებლობას მისცემს და მძღოლებს არ მოუწევთ გზის განუწყვეტლივ კონტროლი.

Geely-ის განცხადებით თვითმართვადი ავტომობილები წარმატებული პროექტი იქნება და შემოსავლებსაც მოუტანთ.