მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Volvo Cars Caucasus-ი: რეგიონში ბრენდის ცნობადობა ძალიან გაზრდილია

5fe87560674fa
თათია კაკიაშვილი
27.12.20 17:00
768
„ყველასთვის რთული პერიოდი იყო და, ამ მხრივ, Volvo-ც არ იყო გამონაკლისი“, - ამის შესახებ Volvo Cars Caucasus მარკეტინგის მენეჯერმა რუსუდან გრძელიძემ BMG-ის რუბრიკა #BMGDRIVE-ში სტუმრობისას განაცხადა.

ამასთან, მისივე თქმით, პანდემიური წლის მიუხედავად, წელს, რეგიონში ბრენდის ცნობადობა ძალიან გაზრდილია და შესაბამისად, Volvo-ს მოდელებზე დაინტერესებაც უფრო მაღალია.

„ჩვენ რეგიონის 4 ქვეყანაში ვართ წარმოდგენილი: საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანსა და უზბეკეთში. პანდემიის პერიოდში კონკრეტული გეგმები შეგვეცვალა, მაგალითად, ერევანში წესით უკვე უნდა გვქონოდა შოურუმი, თუმცა გახსნამმომავალი წლის პირველი კვარტლის ბოლოსკენ გადაიწია. ასევე, უზბეკეთში უკვე რამდენიმე კვირაში გვექნება ახალი შოურუმი“ , - განაცხადა გრძელიძემ.