მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Volvo Cars Caucasus: „მივყვებით იმ სქემას, რაც დავგეგმეთ“

5fea028c75919
თათია კაკიაშვილი
28.12.20 21:41
716
„2021 წელი დავგეგმეთ ცალსახად ოპტიმისტურად, რადგან დარწმუნებული ვართ, რომ პანდემია ძალიან მალე გადაივლის და შედეგად ჩვენც მივყვებით იმ სქემას, რაც დავგეგმეთ“, - ამის შესახებ Volvo Cars Caucasus-ის მარკეტინგის მენეჯერმა, რუსუდან გრძელიძემ გადაცემა BMGDRIVE-ში განაცხადა.

გრძელიძის თქმით, იმ ფონზე, რომ რეგიონში ბრენდის ცნობადობა გაზრდილია, კომპანიაში პროგნოზირებენ, რომ მომავალი წელი გაყიდვების მხრივ კიდევ უფრო წარმატებული იქნება.

„საკმაოდ ბევრ სიურპრიზს ჰპირდება Volvo ქართველ მომხმარებელს და მომავალი წელი სიახლეებით სავსე იქნება“, - ამბობს გრძელიძე.