მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Volvo-მ ელექტრომობილი წარადგინა, რომელიც ერთი დამუხტვით 400 კმ-ს გაივლის

5da845392eea4
მიხეილ ხაჩიძე
17.10.19 23:40
1145

Volvo-მ პირველი ელექტრომობილი XC40 Recharge  წარადგინა. შვედური კონცერნი ამ მანქანებით ახალი სეგმენტის ათვისებას იწყებს. XC40 Recharge, ვიზუალით პრაქტიკულად ისე გამოიყურება, როგორც ბენზინის ენერგიით აღჭურვილი მოდელი, რომელსაც კომპანიამ 2017 წლიდან უშვებს.


"ვოლვოს” ელექტრომობილს აკუმულატორის 78 პროცენტამდე დამუხტვისთვის 40 წუთი სჭირდება. დამუხტვის შემდეგ ავტომობილი 400 კილომეტრს გაივლის. 100 კმ/სთ სიჩქარეს XC 40 Recharge 5 წამში ავითარებს.


ახალი ელექტრომობილით Volvo კლიმატის ცვლილების კამპანიაში ერთვება, კომპანია გარემოს დაბინძურების შემცირების მიზნით, 2025 წლამდე ბენზინზე და დიზელზე მომუშავე ავტომობილების წარმოების წილის 40 პროცენტამდე შემცირებას აპირებს.