მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთმა ცა 36 ქვეყნის ავიაკომპანიებისთვის დაკეტა

621cd76090b2c
ვიქტორია მღებრიშვილი
28.02.22 18:13
557
რუსეთმა საჰაერო სივრცეში ფრენა 36 ქვეყნის ავიაკომპანიებს დაუხურა. ევროკავშირის ქვეყნები: ავსტრია, ბელგია, ბულგარეთი, უნგრეთი, გერმანია, საბერძნეთი, დანია, ირლანდია, ისლანდია, ესპანეთი, იტალია, კვიპროსი, ლატვია, ლიტვა, ლუქსემბურგი, მალტა, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, ფინეთი, საფრანგეთი, ხორვატია, ჩეხეთი, შვედეთი, ესტონეთი.

ასევე ალბანეთი, ანგილია, ბრიტანეთი, ვირჯინიის კუნძულები, გიბრალტარი, ჯერსი, კანადა, ნორვეგია.

„ევროპული ქვეყნების მიერ რუსეთის ავიაკომპანიებისთვის დაწესებული შეზღუდვების საპასუხოდ საერთაშორისო უფლებების შესაბამისად, 36 ქვეყანაში მოქმედ ავიაკომპანიებს რუსეთის საჰაერო სივრცეში ფრენა ეზღუდებათ.

აღნიშნული ქვეყნებიდან ფრენები შესაძლოა სპეციალური თანხმობის საფუძველზე განხორციელდეს, რომელსაც "როსავიაცია" ან რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გასცემს“, - ნათქვამია რუსეთის საჰაერო ტრასპორტოს ფედერალური სააგეტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.