მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვპროგნოზირებთ, რომ ამ კვირის ბოლოს გვექნება 350-400 შემთხვევა – გამყრელიძე

5e8cbb57785e6
თამთა ჯიჯავაძე
07.04.20 21:40
2300
საქართველოში ჯერ აღმავალ ფაზაში ვართ. გვაქვს შემთხვევების მატება. ვპროგნოზირებთ, რომ ამ კვირის ბოლოს უნდა გვქონდეს 350–400 შემთხვევა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

„ეს თვე იქნება საკმაოდ რთული, მთელი აპრილი და შემდეგ ყოველკვირეულად დაახლოებით ველოდებით რომ შეიძლება იყოს გაორმაგება.... აპრილი, მაისის პირველი ორი კვირა იქნება საკმაოდ რთული. ამიტომ ყველა ის რეკომენდაცია, რასაც ვამბობთ, აუცილებლად გასათვალისწინებელია, განსაკუთრებით კი სოციალური დისტანცირება“, – აღნიშნა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, მეცნიერთა უმრავლესობა ემხრობა იმას, რომ უფრო თბილ სეზონზე კორონავირუსმა უკან უნდა დაიხიოს და შედარებით წავიდეს კლებისკენ, როგორც ახალი შემთხვევების კუთხით, ასევე სიკვდილიანობის რაოდენობითაც.

„ეს გახლავთ ერთი შეხედულება, რომ ეს გადაიქცეს ე.წ სეზონურ ვირუსად, რომელიც შეგვახსენებს ხოლმე თავს სიცივეში. ამიტომაც მსოფლიოს წამყვანი ლაბორატორიები და ინსტიტუციები დღეს აქტიურად მუშაობენ ვაქცინის შემქნაზე“, – განაცხადა გამყრელიძემ.

გარდა ამისა, გამყრელიძე ამბობს, რომ არის კიდევ სხვა მოდელები, რომელიც გვიწინასწარმეტყველებენ, რომ პიკი შეიძლება იყოს ივლისში, ან სექტემბერში და ა.შ.